გარდა დინამო არენისა, რომელიც სრულად შევსებული იყო გუშინ დედაქალაქში,ეროვნულ ნაკრებს განსაკუთრებული შემართებით გულშემატკივობდნენ მთელ ქვეყანაში.ბათუმში გულშემატკივრები სტადიონთან შეიკრიბნენ და თამაშს სპეციალურად მოწყობილ დიდ ეკრანზე ადევნებნენ თვალს.
ეს თამაში განსაკუთრებული იმით იყო, რომ ფინალური შეხვედრა განსაზღვრა და საქართველოს ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფის ფინალში გავიდა.
თამაშის დასრულების შემდეგ, ბათუმის ქუჩებში გულშემატკივრებმა საზეიმო მსვლელობაც მოაწყვეს.