სპექტაკლის პრემიერა თოჯინების თეატრში

21 მარტი 2024, 20:48 887 ნახვა

21 მარტი მეთოჯინის საერთაშორისო დღეა. საზეიმო თარიღი ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრმა სპექტაკლის „ნაცარქექიას“ საპრემიერო ჩვენებით აღნიშნა. სპექტაკლის რეჟისორი ირაკლი იორამაშვილია, რომელმაც ცნობილი ქართული ზღაპარი პატარებისთვის, ახალი ინტერპრეტაციით დადგა. სპექტაკლი მოზარდებს ზღაპრის მთავარ გმირს ახალი როლით აცნობს და ამოგზაურებს ფერად სამყაროში, სადაც დევთან ერთად ფერიებიც არიან. „ნაცარქექიას“ საპრემიერო ჩვენებას აჭარის განათლებისა და კულტურის მინისტრი ესწრებოდა.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი