სამხატვრო სკოლის განახლებულ სივრცეში ადგილობრივი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა მოეწყო.
საგამოფენო დარბაზში სხვადასხვა, მათ შორის საგაზაფხულო თემატიკაზე შესრულებული 60-ზე მეტი ნახატი იყო წარმოდგენილი, მათ შორის იყო ხის მხატვრული ნამუშევრებიც.
დამთვალიერებელს შესაძლებლობა ჰქონდა, უმცროსი და უფროსი თაობის ხელოვანების მიერ განსხვავებული ტექნიკით შესრულებულ ნიმუშებს გასცნობოდა.