გასული წლის მნიშვნელოვან გამოწვევად ვახტანგ გომელაური ნარკოდანაშაულთან ბრძოლას ასახელებს. პარლამენტში დეპუტატებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მუშაობის ანგარიში თავად უწყების ხელმძღვანელისგან მოისმინეს.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, უწყების მიერ დაგეგმილი პროექტების წარმატებით შესრულებამ საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი განაპირობა.
მინისტრმა ტრიბუნიდან განაცხადა ისიც, რომ უწყება სამძებრო და სამაშველო ფუნქციების მქონე ორ შვეულმფრენს ელოდება, ერთი კი უკვე გადმოცემულია.
მოხსენების ფარგლებში ვახტანგ გომელაური კიდევ სხვა საკითხებს შეეხო.