ეკონომიკური სიდუხჭირე, გაზრდილი ემიგრაცია,მაღალი ფასები, ბავშვთა შიმშილი, რუსეთის პრეზიდენტის არჩევნები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე-ამ და სხვა საკითხებზე კეთდებოდა პოლიტიკური განცხადებები საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. ხალხის ძალამ დღეს კიდევ ერთხელ გაახმოვანა 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიების ინიციატივა. ოპოზიციამ ხელისუფლება პრორუსულ და ანტისადასავლურ პოლიტიკაში დაადანაშაულა. მმართველი გუნდი კი ოპონენტებს დესტრუქციულ ძალად მოიხსენიებს.