მოხარული ვარ, რომ პრემიერად დანიშვნის შემდეგ, ირაკლი კობახიძემ მყისიერად გადაწყვიტა აზერბაიჯანში ჩამოსვლა - ილჰამ ალიევი

16 მარტი 2024, 15:15 417 ნახვა

ბატონო პრემიერ-მინისტრო, მთელი გულით გილოცავთ და მოგესალმებით აზერბაიჯანში. ძალიან მიხარია, რომ თქვენი პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შემდეგ, მყისიერად გადაწყვიტეთ აზერბაიჯანში ჩამოსვლა, – ეს განცხადება, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

როგორც ილჰამ ალიევმა აღნიშნა, პრემიერ-მინისტრთან პირისპირ შეხვედრაზე ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს.

„უპირველეს ყოვლისა, ბატონო პრემიერ-მინისტრო, მთელი გულით გილოცავთ და მოგესალმებით აზერბაიჯანში. ძალიან მიხარია, რომ თქვენი პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შემდეგ, მყისიერად გადაწყვიტეთ აზერბაიჯანში ჩამოსვლა და მადლობას გიხდით ამისთვის. ჩვენ ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ამ ვიზიტს.

 

ორი დამოუკიდებელი ერის ლიდერებმა ბევრ საკითხზე ვისაუბრეთ პირისპირ შეხვედრაზე. ჩვენ ერთმანეთის გვერდით ვდგავართ, ვართ მეგობარი, მოძმე ქვეყნები. ძალიან დიდი ფესვები აქვს ჩვენს მეგობრობას, ჩვენი ხალხის მეგობრულ და კეთილგანწყობილ ატმოსფეროს ცხოვრებაში. აი, ასეთ, მყარ საფუძველზე აიგო და აშენდა ჩვენს სახელმწიფოებს შორის ურთიერთობა“, – განაცხადა ალიევმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი