სახალხო დამცველი მაუწყებლობის შესახებ კანონდებლობის იმ რეგულაციას ასაჩივრებს, რომელიც ტელესივრცეში არასათანადო რეკლამის განთავსებას გულისხმობს.
კონსტიტუციური სარჩელის ავტორისთვის პრობლემურია სადავო ნორმის ის ნორმატიული შინაარსი და ტერმინი, რომელიც არასათანადოდ მიიჩნევს მაუწყებლის მიერ არასაარჩევნო პერიოდში წინასაარჩევნო ან პოლიტიკური რეკლამის განთავსებას და მისი გავრცელებისთვის ტელევიზიებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას აკისრებს.
მოსარჩელე განმარტავს, რომ აღნიშნული რეგულაციით 2020-2022 წლებში არა ერთი ტელევიზია დაჯარიმდა, შესაბამისად საკანონდებლო ტერმინი ბუნდოვანია და წინააღდეგობაში მოდის კონსტიტუციით გარანტირებულ გამოხატვის თავისუფლებასთან.
საქმეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია განიხილავს.