შეხვედრა დანიის და იაპონიის ელჩებთან

14 მარტი 2024, 14:14 494 ნახვა

ქვეყნის პრემიერ-მინისტრი კი დიპლომატებთან შეხვედრებს არ წყვეტს. დღეს ირაკლი კობახიძე  საქართველოში დანიისა და იაპონიის ელჩებს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით     დანიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან აუდიენციისას    საუბარი შეეხო დანიის სამეფოსა და საქართველოს შორის არსებულ თანამშრომლობას ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში. 

ყურადღება გამახვილდა ეკონომიკისა და ენერგეტიკის სფეროებში თანამშრომლობაზე,  ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავების პერსპექტივებზე გამახვილდა ყურადღება იაპონიის ელჩთან შეხვედრაზეც. 

ირაკლი კობახიძემ დიპლომატს დაუდასტურა საქართველოს მთავრობის მზადყოფნა, კიდევ უფრო განვითარდეს პარტნიორობა ინვესტიციების, ექსპორტის ზრდის, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშემწყობი ერთობლივი პროგრამების განსახორციელებლად.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი