მაღალმთიან აჭარაში წყლის სისტემის რეაბილიტაციის პროექტი იწყება. პრობლემა დაბა ხულოსა და მიმდებარე თორმეტ სოფელში 2025 წლისთვის უნდა მოგვარდეს. ამ ეტაპზე ტენდერში გამარჯვებული კომპანია ასრულებს მოსამზადებელ სამუშაოებს, უზრუნველყოფს ტექნიკისა და ადამიანური რესურსების მობილიზებას.
სამუშაო პროცესი მომავალი თვიდან უნდა დაიწყოს. ორწლიანი პროექტისთვის 25 მილიონ ევროა გათვალისწინებული.
პროექტის ფარგლებში ხულოს მოსახლეობასა და ადგილობრივი თვითმმართველობის წევრებს შპს ,,აჭარის წყლის ალიანსის“ წარმოამდგენლები გერმანიის პარტნიორ კომპანიასთან ერთად შეხვდნენ.
დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტს აჭარის მთავრობა, „აჭარის წყლის ალიანსი“, გერმანიის ფედერაციული რესეპუბლიკის თანადაფინანსებით, KfW ბანკის და ევროკავშირის მხარდაჭერის ფარგლებში ახორციელებს.