„ხალხის ძალის“ განცხადება და გამოხმაურებები

13 მარტი 2024, 15:04 444 ნახვა

თუ მოქმედი პრეზიდენტი წინამორბედს ციხის კარს გაუღებს და შეიწყალებს, მაშინ ,,ხალხის ძალა“  აგვისტოს ომთან დაკავშირებით  გამოძიებას მოითხოვს.     

ულტიმატუმზე პოლიტიკური ჯგუფის განცხადებაშია საუბარი.    

,,სააკაშვილის შეწყალების შემთხვევაში, ყველა ყველაფერს ძალიან მალე გაიგებს იმის შესახებ, გლობალური ომის პარტიის დავალებით, როგორ გაწირა ადგილობრივმა აგენტურამ – „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ომისთვის და ტერიტორიების დაკარგვისთვის საქართველო 2008 წელს, –  ნათქვამია განცხადებაში, რომელშიც ასევე  მოყვანილია სხვადასხვა პოლიტიკოსის ციტატა  2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით. მათ შორის არის  ჯონ მაკკეინი, რომელიც ამ განცხადების მიხედვით ამბობდა, რომ  „სააკაშვილმა დაუშვა შეცდომა კონფლიქტის ინიცირებით“.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი