„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით შუახევში მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო.
მუნიციპალიტეტის 54 სოფელში ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 628 ათასი ლარია გათვალისწინებული.
პირველი შეხვედრა დაბის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში გაიმართა, აქ ადგილობრივებმა პრიორიტეტად გარე განათების სისტემის, წისქვილის, სანიაღვრე არხისა და გზებზე ბეტონის საფარის მოწყობა დაასახელეს.
შერჩეული პროექტები დასამტკიცებლად შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება, რომლის შემდეგაც განხორციელება დაიწყება.