აშშ რთული გლობალური საფრთხის წინაშეა - ამერიკული სპეცსამსახურების ანგარიში

12 მარტი 2024, 09:59 368 ნახვა

აშშ სულ უფრო მყიფე მსოფლიო წესრიგის საფრთხის წინაშე დგება, რომელიც დიდი ძალების მხრიდან კონკურენციით,  ტრანსნაციონალური გამოწვევებითა და რეგიონული კონფლიქტებით არის გამოწვეული - ამის შესახებ კონგრესში დაზვერვის კომიტეტში გამართულ მოსმენაზე სპეცსამსახურების ხელმძღვანლებმა განაცხადეს. სპეცსამსახურების მიერ მომზადებულ  2024 წლის ანგარიშში  საფრთხეებია შეფასებული.

დოკუმენტში  ძირითადად ყურადღება გამახვილებულია ჩინეთსა და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე, რომლებიც შეერთებული შტატების ყველაზე დიდი კონკურენტები არიან, ასევე  აღინიშნულია უფრო ფართო კონფლიქტის რისკები, რომელიც ისრაელის  ღაზაში ჰამასის წინააღმდეგ სამხედრო კამპანიას უკავშირდება.  

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი