შედგება თუ არა მელია-გვარამიას ერთობა? - პოლიტიკური გუნდების შემაჯამებელი შეხვედრა დღეს გაიმართება და გადაწყვეტილების შესახებაც სწორედ მაშინ გახდება ცნობილი.
შეგახსენებთ, რომ ენმ-ს ყოფილი თავმჯდომარე ახალ პარტიას აფუძნებს. ამ დროისათვის ცნობილია მხოლოდ ის, რომ მისი პარტია არჩევნებზე 4 ნომრით გავა.
ნიკა მელიას უკვე დაანონსებული აქვს, რომ პარტიის პრეზენტაცია უახლოეს მომავალში გაიმართება.
რაც შეეხება ნიკა გვარამიას, ის ბოლო რამდენიმე თვეა აკომპლექტებს პარტიას სახელწოდებით - „ ახალი“.