თუ რუსეთი თავს დაესხმება ბალტიის რომელიმე ქვეყანას, ნატო-ს რამდენიმე დღე დასჭირდება რეაგირებისთვის, მაგრამ გათავისუფლებული ქალაქები ბახმუტს და ავდეევკას დაემსგავსება - დმიტრო კულება

10 მარტი 2024, 13:37 455 ნახვა

თუ რუსეთი თავს დაესხმება ბალტიის რომელიმე ქვეყანას, ის დამარცხდება, მაგრამ გათავისუფლებული ქალაქები ბახმუტს და ავდეევკას დაემსგავსება, - ეს განცხადება, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ გააკეთა.

„საბოლოოდ ვფიქრობ რომ ნატო გაიმარჯვებს, მაგრამ, შეხედეთ ბახმუტს, შეხედეთ ავდეევკას, ასეთი იქნება ინტენსიური ბრძოლების შემდეგ ბალტიის ქვეყნები. ვილნიუსი აღარ იქნება ლამაზი“, – ამბობს კულება.

 

მისი თქმით, სწორედ, ამიტომ, ყველაზე იაფი და უსაფრთხო მეთოდი, ამ ყველაფრის თავიდან ასაცილებლად უკრაინის მხარდაჭერაა. კულებას განცხადებით, ლიეტუვაში ამას კარგად ხვდებიან და სწორედ, ამიტომ ეხმარებიან უკრაინას.

„სხვები ისე იქცევიან, თითქოს ამის თავიდან აცილება შეუძლიათ“, – ამბობს კულება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი