ისრაელის სხვადასხვა ქალაქში რამდენიმე კვირაა ანტისამთავრობო აქციები იმართება. მომიტინგეები ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს გადადგომას ითხოვენ.
მედიის ინფორმაციით მოქალაქეები სკანდირებდნენ „არ გავჩერდებით, სანამ ნეთანიაჰუს არ დააპატიმრებენ, არა ტერორისტების მთავრობას“.
აქციის მონაწილეები ასევე აღნიშნავდნენ, რომ პრემიერი დამნაშავეა.
ისრაელის პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა, რა დროსაც სამართალდამცავებმა წყლის ჭავლი გამოიყენეს. დაკავებულია 16 ადამიანი.