პარლამენტმა თანამდებობის პირებისთვის ხელფასების გაზრდაზე კანონი დაამტკიცა

07 მარტი 2024, 15:00 475 ნახვა

საქართველოს პარლამენტმა კანონპროექტს "საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ" კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა.

ცვლილების თანახმად, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის ხელფასები გაიზრდება. კანონპროექტში ცვლილებებს 77-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

მომდევნო წლიდან პრემიერ-მინისტრის, პრეზიდენტისა და მინისტრთა კაბინეტის ხელფასი გაიზრდება. საკანონმდებლო ინიციატივის ავტორი ქართული ოცნებაა.

ანონპროექტი ძალაში 2025 წლის პირველი იანვრიდან შევა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი