27 ოჯახი განსახლებას საჭიროებს - გეოლოგების რეკომენდაცია 

07 მარტი 2024, 15:01 605 ნახვა

27 ოჯახი განსახლებას საჭიროებს ხულოში. გადაწყვეტილება  გეოლოგიურ დასკვნას ეფუძნება, რომელიც ექსპერტებმა ხულოში უკვე გადააგზავნეს.

რაც შეეხება სხვა დამეწყრილ ლოკაციებს, გარემოს ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციით, ისინი ექვემდებარება აღდგენა-გამაგრებას, რის შემდეგაც ოჯახები საკუთარ ტერიტორიებს დაუბრუნდებიან.

თებერვალში სტიქიის გამო ხულოს სოფლებიდან სულ 60 ოჯახი დროებით თავშესაფარში გადაიყვანეს, მათ საცხოვრისს ადგილობრივი თვითმმართველობა ქირით უზრუნველყოფს. ის ოჯახები, რომლებიც ადგილმონაცვლეობას საჭიროებენ, ეკომიგრანტთა ბაზაში დარეგისტრირდებიან და ჩაერთვებიან 50 ათას ლარიან განსახლების პროგრამაში. 

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი