პრეზიდენტის განცხადება - შეფასებები

07 მარტი 2024, 12:08 482 ნახვა

მარშირებული შეტევა საარჩევნო კომისიაზე - ასე აფასებს მმართველი გუნდი სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ განცხადებებს. ქართული ოცნების წევრები ამბობენ, რომ საქართველოს პრეზიდენტის ბოლოდროინდელი განცხადებები მიუთითებს იმაზე, რომ მას სურს არჩევნები ჩაატაროს ცესკოს თავმჯდომარის ოპოზიციონერმა მოადგილემ.

მათი თქმით, ზურაბიშვილი ოპოზიციასთან ერთად ემზადება, რომ არჩევნების მეორე დღეს პროცესს გაყალბებული უწოდონ. სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ აპირებს საკუთარი საპრეზიდენტო მანდატი ბოლომდე გამოიყენოს. ორბელიანების სასახლეში მედიის ნაწილთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ მისი როლია "პროევროპული ძალების კონსოლიდაცია" 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ.

პრეზიდენტმა ყურადღება არჩევნების შედეგების მიმართ უნდობლობის შემთხვევაში შექმნილ საფრთხეზე გაამახვილა. მისი განმარტებით, 7-8 მარტის აქციებისგან განსხვავებით დღეს ქვეყნის მომავალი არა ქუჩაში, არამედ არჩევნებზე წყდება და მასში ახალგაზრდების მონაწილეობა მნიშვნელოვანია.

რაც შეეხება ჟურნალისტების კიდევ ერთ კითხვას, სააკაშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენის საკითხზე, პრეზიდენტი ასე პასუხობს: “არ ყოფილა, არ არის მოთხოვნა და მე ჰიპოთეტურ კითხვებზე არ ვპასუხობ”. ისაუბრა რუსეთზეც, პრეზიდენტის თქმით, საფრანგეთს წარსულში რუსეთის გარდაქმნის ილუზია ჰქონდა, თუმცა რუსეთ-უკრაინის ომმა ყველას დაანახა, რა არის რუსეთის ნამდვილი არსი. დათმობად მიაჩნია მოსკოვიდან ფრენების გახშირება. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი