შალვა პაპუაშვილი ისლანდიის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და ისლანდიას შორის თანამშრომლობის პოტენციურ მიმართულებებზე, როგორებიცაა განახლებადი ენერგია, კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლა, ინოვაციები, კულტურული და საგანმანათლებლო გაცვლები. ისლანდიურმა მხარემ განაცხადა, რომ საქართველოს აქვს უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობა და დიდი პოტენციალი წყლის ენერგიის გამოყენების მხრივ.
გუდნი იოჰანესონის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პატარა სახელმწიფოებმა საერთაშორისო დონეზე ითანამშრომლონ საერთო მიზნების მისაღწევად.