უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის ფრონტზე 74 სამხედრო შეტაკება მოხდა - უკრაინის გენშტაბი

05 მარტი 2024, 10:08 399 ნახვა

რუსულმა საოკუპაციო ძალებმა ოდესას ისევ შეუტიეს. ღამით ქალაქში აფეთქებების ხმა ისმოდა. საჰაერო განგაში სამ საათს გაგრძელდა.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, ოკუპანტებმა ქალაქის მიმართულებით დრონები შავი ზღვიდან, ფონტანკის დასახლების მიმართულებით გაუშვეს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის, გასული 24 საათის განმავლობაში ფრონტზე 74 სამხედრო შეტაკება მოხდა.

რუსებმა განახორციელეს 5 სარაკეტო და 66 საჰაერო დარტყმა, 108 თავდასხმა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან უკრაინის ჯარების პოზიციებზე და დასახლებულ პუნქტებზე.

"ლიმანის მიმართულებით უკრაინელმა ჯარისკაცებმა მოიგერიეს მტრის 4 თავდასხმა დონეცკის ოლქის ტერნისა და ლუგანსკის ოლქის ბელოგორივკას დასახლებების რაიონებში"- აცხადებენ უკრაინის გენშტაბში.

ამავდროულად, გასული 24 საათის განმავლობაში, თავდაცვის ძალების ავიაციამ შეუტია 8 უბანს, სადაც მოწინააღმდეგის პერსონალი იყო კონცენტრირებული.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი