დედისა და ქალთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა ხულოს მუნიციპალიტეტში.
სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში კონცერტი ჩატარდა, რომელშიც ადგილობრივი ანსამბლები, ჯგუფები და ინდივიდუალური შემსრულებლები მონაწილეობდნენ.
100-ზე მეტ მრავალშვილიან დედასა და წარმატებულ ქალს ფასიანი საჩუქარი გადაეცათ.