სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებს შესაძლოა, ხელფასი გაეზარდოთ

04 მარტი 2024, 14:44 325 ნახვა

სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებს, ანუ  პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, მინისტრებსა და  მათ პირველ  მოადგილეებს, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეებს, მოადგილეებს შესაძლოა ხელფასები გაეზარდოთ. 

ცვლილებები  ბიუროს დღევანდელ სხდომაზე  დაინიცირდება. დღეს არსებული ანაზღაურების წესის საფუძველზე კონკრეტულად განსაზღვრული კოეფიციენტი არ არის, ხოლო პროექტის მიღების შემთხვევაში კონკრეტული კოეფიციენტები დადგინდება.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ დღეს არსებული კანონმდებლობა სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობის პირებს უფლებას აძლევს, მათი სახელფასო ანაზღაურება დადგენილი კოეფიციენტის ფარგლებში თავად განსაზღვრონ, რაც გარკვეულწილად არასისტემურობას იწვევს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში