„რეროს“ სოლო კონცერტი 

02 მარტი 2024, 20:02 594 ნახვა

"მთელ ქვეყანას აგიმღერებ" ქობულეთში ჯგუფ "რეროს" პირველი სოლო კონცერტი მიმდინარეობს. ჯგუფის წევრები მაყურებლებისთვის ყველასთვის საყვარელ და ნაცნობ ქართულ სიმღერებს ასრულებენ.

ასევე, შედგება საავტორო სიმღერის პრემიერაც. სიმღერის ავტორია კომპოზიტორი ნათია ზეინკლიშვილი. სიმღერები დედაქალაქიდან სპეციალურად მოწვეული მუსიკალური ბენდის თანხლებით სრულდება.

ამ ფორმატის კონცერტი ქობულეთში პირველად ტარდება. კონცერტის ორგანიზატორი ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიაა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში