„ნაციონალური მოძრაობა“ აჭარაში სტიქიით დაზარალებულთა მხარდასაჭერად ხელისუფლებას 5 პუნქტიან გეგმას სთავაზობს.
ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ დღემდე მოსახლეობის ნაწილი სტიქიის ზონებში ცხოვრობს და ბინის ქირისათვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი 300 ლარიანი დახმარება არასაკმარისია.
ოპოზიციის წევრები ამტკიცებენ, რომ მათი გეგმა არსებულ პრობლემებს გადაჭრის.