რუს ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, ალექსეი ნავალნის დღეს მოსკოვში, ბორისოვის სასაფლაოზე დაკრძალავენ. პრესმდივნის განცხადებით, ალექსეი ნავალნის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიიდან გაასვენებენ.
სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურადაა გამკაცრებული და ადგილზე სამართალდამცავები პატრულირებენ. ცნობისთვის, რუსი ოპოზიციონერი იამალო-ნენეცის ავტონომიური ოლქის კოლონიაში 16 თებერვალს გარდაიცვალა. მისი ცხედარი დედას 24 თებერვალს გადასცეს.