შრომითი ანაზღაურება, სტაჟირების პროგრამების დეფიციტი და ვიწრო სპეციალობების არ არსებობა- ეს იმ პრობლემების მცირე ჩამონათვალია რომლებსაც ახალგაზრდები დასაქმების დროს ხშირად აწყდებიან- აჭარაში ახალგაზრდების დასაქმებასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე იმსჯელეს დღეს ბათუმში. ჩატარდა კვლევა და შემუშავდა პოლიტიკის დოკუმენტიც, რომელიც კვლევის ავტორებმა სხვადასხვა სექტორის, საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სამინისტროს წარმომადგენლებს გაუზიარეს. პროექტის მიზანი დასაქმების ხელშეწყობაა.