უკრაინის  თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის ფრონტზე 83 სამხედრო შეტაკება მოხდა - უკრაინის გენშტაბი

01 მარტი 2024, 10:00 227 ნახვა

უკრაინის  თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის, გასული 24 საათის განმავლობაში ფრონტზე 83 სამხედრო შეტაკება მოხდა. ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.

მათივე ცნობით, რუსებმა განახორციელეს 3 სარაკეტო და 91 საჰაერო დარტყმა უკრაინის ჯარების პოზიციებსა და დასახლებულ პუნქტებზე.

"ლიმანის მიმართულებით უკრაინელმა ჯარისკაცებმა რუსების 12 თავდასხმა მოიგერიეს დონეცკის ოლქის ტერნის, იამპოლოვკას და ლუგანსკის ოლქის ბელოგოროვკას დასახლებებში.

ბახმუტის მიმართულებით თავდაცვის ძალებმა მოიგერია მტრის 2 თავდასხმა დონეცკის ოლქის ივანოვსკოეს და კლეშჩეევკას დასახლებების რაიონებში"- აცხადებენ უკრაინის გენშტაბში.

უკრაინული მედიის ცნობით, რუსულმა საოკუპაციო ძალებმა დონეცკის ოლქი დაბომბეს, დაშავდა 3 ადამიანი. იერიში განხორციელდა ნიკოპოლზეც - დნიპროპეტროვსკის ოლქში. დაიბომბა სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებები, არიან დაშავებულები.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში