ლილოში, 21 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებულს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა

01 მარტი 2024, 10:01 423 ნახვა

ლილოში, 21 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებულ ოთარ ცინდელიანს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა. როგორც საქმის პროკურორმა აღნიშნა, გოგონას 50-ზე მეტი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.

ლევან ვეფხვაძის განცხადებით, ბრალდებულს მიაჩნდა, რომ გარდაცვლილი მისი საკუთრება იყო და მისი სურვილები უნდა შეესრულებინა.

ცნობისთვის, ქეთი ჯავახიშვილის დასახიჩრებული ცხედარი ლილოს დასახლებაში ორი დღის წინ, ორმოში იპოვეს. გოგონას ხელები მავთულით ჰქონდა შეკრული, ჭრილობები კი ყელისა და გულ-მკერდის არეში ჰქონდა მიყენებული.

პროკურატურა ბრალდებულს განსაკუთრებული სისასტიკით, გენდერის ნიშნით ჩადენილ განზრახ მკვლელობას ედავება. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი