ბათუმის ბულვარში სავარჯიშო მოედნების რეაბილიტაციის პროცესი აქტიურად გრძელდება

29 თებერვალი 2024, 16:22 818 ნახვა

ბათუმის ბულვარში სავარჯიშო მოედნების რეაბილიტაციის პროცესი აქტიურად გრძელდება. დასრულების ეტაპზეა, ძველ და ახალ ბულვარში, სავარჯიშო სივრცეების მოწყობის სამუშაოები - ინფორმაციას ბათუმის ბულვარი ავრცელებს.

მათივე განმარტებით, პროექტის მიხედვით, სპორტულ მოედნებზე დაგეგმილია კაუჩუკის საფარის დაგება, ორგმინით გადახურვის მოწყობა, სხვადასხვა დატვირთვის ახალი ტიპის ტრენაჟორების, ადაპტირებული სავარჯიშოებისა და ინვენტარის განთავსება. ასევე, განათების სისტემის განახლება.



"უკვე დასრულდა მოედნის საძირკვლის, ძირითადი ლითონის კონსტრუქციისა და ფოლადის დგარების მონტაჟი. ამ ეტაპისათვის, სამღებრო სამუშაოები მიმდინარეობს.

მიმდინარე პროექტის ფარგლებში, ეტაპობრივად გაგრძელდება ამორტიზებული სპორტული ინფრასტრუქტურის სრულად ჩანაცვლება, ახალი სავარჯიშო ინვენტარით.

სავარჯიშო მოედნების რეაბილიტაციის პროექტი, განაშენიანების გეგმის მიხედვით შემუშავდა", - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი