აჭარის მთავრობის სხდომა

29 თებერვალი 2024, 15:04 591 ნახვა

ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გაიზარდა ერთჯერადი მატერიალური დახმარება ომის შედეგად დაღუპული ოჯახებისთვის და შესაბამისად წელს მათ გაეწევათ 5 ათას ლარიანი დახმარება. აგვისტოს ომის შედეგად დაღუპულ გმირების ოჯახებსაც შესაბამისად გაეზარდათ ერთჯერადი მატერიალური დახმარება - ეს გადაწყვეტილება მთავრობის თავმჯდომარემ დღევანდელ სხდომაზე გააკეთა. რეგიონის პირველი პირის განცხადებით, გაიზარდა უშვილობის პროგრამის ბიუჯეტი და პროგრამის ფარგლებში 16 ახალშობილი დაიბადა.

ამასთან, 18 წლიდან 25 წლამდე შშმ პირთათვის უფასო გახდება სამედიცინო მომსახურება. თორნიკე რიჟვაძის განმარტებით, გაორმაგდება, გაიზრდება ძალადობის მსხვერპლი პირების, მათი ოჯახების მხარდაჭერა, ასევე ახალშობილი ტყუპების ოჯახების დაფინანსებაც იზრდება შესაბამისად.

ადგილობრივი მთავრობა ასევე სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელებას იწყებს. ამ მიმართულებით 4 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან და განხორციელდება მნიშვნელოვანი პროექტები. სიახლეებია ტურიზმის სექტორში, დაფინანსება 16 მილიონ ლარამდეა გაზრდილი.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში