დაპირისპირება მოსწავლეებს შორის. ბათუმის პირველ საჯარო სკოლაში ადმინისტრაციამ პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახა. როგორც ირკვევა მე-12 კლასელებს შორის ადგილი ჰქონდა სიტყვიერ დაპირისპირებას.
სკოლის ადმინისტრაციამ და მანდატურის სამსახურმა ვითარება ადგილზე განმუხტეს, თუმცა, როგორც სკოლის დირექტორი ნატალია მგელაძე განმარტავს, პრევენციის მიზნით, კონფლიქტი სკოლის გარეთ რომ აღარ გაგრძელებულიყო ინფორმაცია მიაწოდეს მოსწავლეების მშობლებს და სწორედ მათი თანდასწრებით გადაიყვანა პოლიციამ დაპირისპირებული მოსწავლეები პოლიციის განყოფილებაში.
გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.