ტეხასის ქალაქ პანჰენდლთან ტყის მასშტაბური ხანძარია. უჩვეულოდ თბილი ამინდებით გამოწვეულმა ცეცხლმა რეგიონში 250 ათას ჰექტარზე მეტი ფართობი გაანადგურა. სტიქიის გამო მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა, ჩაიკეტა გზები.
სამშაბათის საღამოს მდგომარეობით, ეს ხანძარი ტეხასის ისტორიაში განადგურებული ფართობის მოცულობით მეხუთე ადგილზეა.