პროპაგანდისა და დეზინფორმაციის ამოცნობასა და მათ წინააღმდეგ ბრძოლის უნარ-ჩვევებს გაეცნენ ბათუმის მესამე საჯარო სკოლის მოსწავლეები. სიმულაციური სწავლება ახალი პროექტის- დეზინფორმაციის სკოლის ფარგლებში გაიმართა. ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრი მსგავს შეხვედრებს სამიზნე ჯგუფებთან რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტში გამართავს. ღონისძიება ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის ‘’საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდის’’ ფარგლებში, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით იმართება.