პრემიერ-მინისტრმა კოჯორში იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

25 თებერვალი 2024, 12:00 365 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, კოჯორში, იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

მთავრობის მეთაური მემორიალთან პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილთან; ვიცე-პრემიერთან, თავდაცვის მინისტრ, ირაკლი ჩიქოვანთან; თბილისის მერ, კახა კალაძესთან და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მივიდა.

საბჭოთა ოკუპაციიდან 103 წელი გავიდა. თარიღთან დაკავშირებით დროშები დაეშვა ადმინისტრაციულ შენობებზე და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში.

25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ, საქართველოს პარლამენტის დადგენილებით არის გამოცხადებული.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში