დიდი შვიდეულის წევრი ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს გაამკაცრებენ

25 თებერვალი 2024, 09:54 406 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტმა „დიდი შვიდეულის“ ლიდერებს მიმართა და მათ რუსეთის აგრესიასთან საბრძოლველად დახმარებისკენ მოუწოდა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ლიდერებმა კარგად იციან რა სჭირდება უკრაინას.

თავის მხრივ „დიდმა შვიდეულმა“ ონლაინ სამიტზე მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც იღებენ ფინანსურ ვალდებულებას, დაეხმარონ უკრაინას „გადაუდებელი ფინანსური საჭიროებების“ დაკმაყოფილებაში და ომის შემდეგ ქვეყნის აღდგენის პროცესში მიიღონ მონაწილეობა.

ლიდერებმა ასევე დადეს პირობა, გააგრძელონ რუსეთისთვის იმ შემოსავლების შეზღუდვა, რომლების მოსკოვს უკრაინაში ომის საწარმოებლად დაეხმარება. 

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი