ფრანგი ფერმერები აქციას განაგრძობენ

25 თებერვალი 2024, 10:03 517 ნახვა

პარიზში ფერმერებმა საპროტესტო აქცია გამართეს და მთავარ ბაზრობაზე პრეზიდენტის მისვლის წინ შეიჭრნენ. ისინი ემანუელ მაკრონის გადადგომას ითხოვდნენ. საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც ერთი ფერმერი დააკავეს.

აღნიშნულზე პრეზიდენტმა კომენტარი გააკეთა და მომიტინგეებს მოუწოდა, რომ სტენდების დამტვრევით კოლეგებს ვერ დაეხმარებიან.

მაკრონის თქმით, სამ კვირაში ის ფერმერთა გაერთიანების წარმომადგენლებს შეხვდება.

ცნობისთვის, აქციის მონაწილეები უკრაინიდან და ევროკავშირის სხვა არაწევრი ქვეყნებიდან სურსათის იმპორტის შეზღუდვას ითხოვენ.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი