ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების შესახებ ელჩ რობინ დანიგანს შესანიშნავი შეხვედრა ჰქონდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, – ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის საელჩო ავრცელებს.
საელჩოს ცნობით, კობახიძემ და დანიგანმა განიხილეს აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე და აშშ-ის ძალისხმევა ორმხრივი ვაჭრობისა და ინვესტიციების გაზრდისთვის.
„ასევე, განიხილეს საქართველოს, როგორც შუა დერეფნის განვითარების მხარდაჭერა და ჩვენი ძლიერი სამხედრო პარტნიორობა, რომელიც საფუძვლად უდევს ჩვენს ურთიერთობას“, – აღნიშნულია საელჩოს ინფორმაციაში.