უკრაინაში ომი გრძელდება. ოკუპანტის იერიშს დონეცკის ოლქში მსხვერპლი მოჰყვა. დაიღუპა 1 და დაშავდა 9 ადამიანი, მათ შორის ბავშვი. მტერმა ოდესას დრონებით და რაკეტებით შეუტია, რის შედეგადაც რამდენიმე ობიექტში ხანძარი გაჩნდა და 1 ადამიანი დაიღუპა. აგრესორი კვლავ აგრძელებს უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენებას.
დნეპროპეტროვსკის ოლქში დაზიანდა მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი, სადაც 4 ადამიანი დაშავდა. ადგილზე სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. უკრაინის თავდაცვის ძალების განცხადებით, მტრის მიერ გაშვებული 9 კამიკაძე დრონი ჩამოაგდეს. ასევე, თავდაცვის ძალებმა 6 მიმართულებით მოიგერიეს რუსი ოკუპანტების იერიშები.
გასული დღე-ღამის განმავლობაში კი სულ 84 საბრძოლო შეტაკება მოხდა.