შუახევის მოსახლეობას ახალი ავტობუსი მოემსახურება. თანამედროვე სტანდარტების, ადაპტირებული ტრანსპორტი თვითმმართველობამ აჭარის ბიუჯეტიდან მიღებული კაპიტალური ტრანსფერის ფარგლებში შეიძინა.
თვითმმართველობა ახალ ტრანსპორტს აიპი მუნიციპალური სერვისების სააგენტოს დაუქვემდებარებს.
ახალი ავტობუსი ჰყავს ქედასაც, რომელიც ქედა-ბათუმის მიმართულებით იმოძრავებს. ქედის მერის ინფორმაციით, მუშაობენ მგზავრობის საფასურისა და იმ მგზავრების კატეგორიის შემუშავებაზე, რომლებიც შეღავათებით ისარგებლებენ.
ორი ახალი ავტობუსი შეემატა ხულოს ავტოპარკსაც.