ახალი ტრანსპორტი მაღალმთიან აჭარაში

22 თებერვალი 2024, 14:18 1599 ნახვა

შუახევის მოსახლეობას ახალი ავტობუსი მოემსახურება. თანამედროვე სტანდარტების, ადაპტირებული  ტრანსპორტი თვითმმართველობამ აჭარის ბიუჯეტიდან მიღებული კაპიტალური ტრანსფერის ფარგლებში შეიძინა. თვითმმართველობა ახალ ტრანსპორტს აიპი  მუნიციპალური სერვისების სააგენტოს დაუქვემდებარებს.    

ჯერჯერობით  დაზუსტებული არ არის  ავტობუსი საქალაქთაშორისო იქნება თუ  მხოლოდ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე იმოძრავებს.   

ახალი ავტობუსი ჰყავს ქედასაც, რომელიც ქედა-ბათუმის მიმართულებით იმოძრავებს. ქედის მერის ინფორმაციით, მუშაობენ მგზავრობის საფასურისა და იმ მგზავრების კატეგორიის შემუშავებაზე, რომლებიც შეღავათებით ისარგებლებენ.       

ორი ახალი ავტობუსი შეემატა ხულოს ავტოპარკს.   

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი