6 წელი არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან

22 თებერვალი 2024, 13:01 399 ნახვა

არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან 6 წელი გავიდა. იგი 2018 წლის 22 თებერვალს რუსმა ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზიდან გაიტაცეს, შემდეგ კი წამებით მოკლეს.   არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს ერთი თვის შემდეგ გადმოსცეს. ჩატარებულმა ექსპერტიზამ  კი ცხადყო , რომ გარდაცვლილს სხეულზე მრავლობითი დაზიანება აღენიშნებოდა.

აგვისტოს ომის  მონაწილე 2018 წლის 24 მარტს,  მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილში დამნაშავე ყველა პირმა მართლმსაჯულების წინაშე აგოს პასუხი,- ამის შესახებ აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ტატუნაშვილის სახელი შეუპოვრობის სიმბოლოდ იქცა.

„ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილში დამნაშავე ყველა პირმა მართლმსაჯულების წინაშე აგოს პასუხი“,- აღნიშნულია განცხადებაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი