რუსეთი სარგებლობს უკრაინის დახმარების გაჭიანურებით - ზელენსკი

20 თებერვალი 2024, 09:52 247 ნახვა

რუსეთი იყენებს უკრაინის დახმარების გაჭიანურებას და სიტუაცია იმ რაიონებში, სადაც მოსკოვის ჯარები არიან კონცენტრირებული, "უკიდურესად რთულია", განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ტრადიციული საღამო ვიდეომიმართვისას.

ზელენსკიმ  მიმართვა ჩრდილო-აღმოსავლეთში კუპიანსკის სექტორში ფრონტის მონახულების შემდეგ ჩაწერა.

გამოთქვა იმედი, რომ აშშ-ის კონგრესი მხარს დაუჭერს დახმარების  პაკეტს, რომელიც გადაიდო რესპუბლიკელი კანონმდებლების წინააღდეგობის გამო.   

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში