საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს პარლამენტი მიმდინარე კვირის განმავლობაში მესამე მოსმენით დაამტკიცებს. ბიუროს სხდომაზე კანონმდებლები სასესიო კვირის დღის წესრიგზე ამ წუთებში მსჯელობენ.
ცეესკოს თავმჯდომარისა და წევრებს არჩევის წესის ცვლილებას ოპოზიციონერი დეპუტატები მხარს არ დაუჭერენ, მიზეზად კი ვენეციის კომისიის დასკვნას ასახელებენ.
კანონპროექტის ინიციატორები კი დეტალურად საუბრობენ ცვლილებების განხორციელების მიზნებსა და მოტივებზე, აცხადებენ, რომ განახლებული წესით არჩეულ წევრებსა და თავმჯდომარეს გაცილებით მეტი ნდობა და ლეგიტიმაცია ექნებათ.