ვითარება ქედაში - დამეწყრილ სოფლებში გეოლოგებმა მუშაობა დაასრულეს

19 თებერვალი 2024, 14:30 736 ნახვა

ქედაში გეოლოგიურმა სამსახურმა მუშაობა დაასრულა. მერის ინფორმაციით, დასკვნები რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი, რომლის საფუძველზე გადაწყდება კონკრეტულად  რა სამუშაოები ჩატარდება როგორც საცხოვრებელ სახლებთან, ასევე საავტომობილო გზებზე.

122 ოჯახი გეოლოგების რეკომენდაციით, უსაფრთხო ადგილასაა გადაყვანილი. აქედან 30-ზე მეტი დაზარალებული ქედის მერიას ქირით ჰყავს გაყვანილი.

როლანდ ბერიძის თქმით,  ოჯახები, რომლებიც ქირით გაყვანას ისურვებენ, მერიას უნდა მიმართონ. რაც შეეხება საავტომობილო გზებს, მეწყერების შედეგად ჩაკეტილი გზები გახსნილია. მიმდინარეობს სანიაღვრე არხების წმენდა. პარალელურად, კომისია მიყენებულ ზარალს ითვლის.

6-7 თებერვალს მოსული წვიმის შედეგად ქედაში მეწყრული პროცესი 160-ზე მეტ ლოკაციაზე განვითარდა.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი