ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე „ევროპული კინოს ხელშეწყობის“ ერთ-ერთი საკონკურსო პროგრამის ფარგლებში ეროვნული კინოცენტრის მიერ წარდგენილ მსახიობს სალომე დემურიას გადაეცემა ჯილდო სახელწოდებით - „ევროპელი ამომავალი ვარსკვლავი“.
ქართველი მსახიობი კონკურსისთვის კინოინდუსტრიის საერთაშორისო ექსპერტების ჟიურიმ 2023 წლის ათ ევროპელ ტალანტს შორის გამოარჩია და ის რუსუდან გლურჯიძის ფილმში - „ანტიკვარიატი“ - შესრულებული როლისთვის ევროპული კინოს „ამომავალ ვარსკვლავებს“ შორის დაასახელა.