საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი 1 ოქროს, 2 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედლით დაასრულა.
ამ შედეგებით კი 130 ქულა მოაგროვა და გუნდურ ჩათვლაში მე-2 ადგილზე გავიდა.
ოქროს მედალი 97 კგ. წონით კატეგორიაში გივი მაჭარაშვილმა მოიპოვა.
ვერცხლის მედლებს 70 კგ-ში აკაკი ქემერტელიძე და 125 კგ-ში გენო პეტრიაშვილი დასჯერდნენ.
ბრინჯაოს მედლის მფლობელები კი რობერტ დინგაშვილი (57 კგ.), ავთანდილ კენჭაძე (79 კგ.) და მირიან მაისურაძე (92 კგ.). გახდნენ.
მანამდე ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ნაკრებმა მხოლოდ 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.