თბილისის ჭადრაკის სასახლეში გამართულ საქართველოს ჩემპიონატზე ლელა ჯავახიშვილი 7.5 ქულით ოქროს მედლის მფლობელი და ჩემპიონი გახდა.
ჯავახიშვილმა მეხუთედ გაიმარჯვა საქართველოს ჩემპიონატში – 2001, 2007,2014 და 2016 წლებში. 7 ქულით მეორე ადგილი და ვერცხლის მედალი ნინო ბაციაშვილს ერგო , ხოლო ბრინჯაოს მედლის მფლობელი 6.5 ქულით მერი არაბიძე გახდა. საქართველოს ჩემპიონატის საპრიზო ფონდი 30 000 ლარს შეადგენდა.
სატურნირო მდგომარეობა ჩემპიონატის დასრულების შემდეგ:
I ადგილი – ლელა ჯავახიშვილი – 7,5 ქულა;
II ადგილი -ნინო ბაციაშვილი – 7 ქულა;,
III ადგილი – მერი არაბიძე – 6,5 ქულა;
IV ადგილი – ბელა ხოტენაშვილი – 6 ქულა;
V ადგილი – სალომე მელია – 4 ქულა;
VI ადგილი- კესარია მგელაძე – 4 ქულა;
VII ადგილი –მარიამ ცეცხლაძე – 3 ქულა;
VIII ადგილი – ნია დონღვანი – 2,5 ქულა;
IX ადგილი – დიანა ლომაია – 2,5 ქულა;
X ადგილი – ანასტასია კირთაძე – 2 ქულა.
საქართველოს ჩემპიონატზე საპრიზო სამეულში გასული მოჭადრაკეები ევროპის ქალთა ჩემპიონატის საგზურით დაჯილდოვდნენ.