რუსეთი გამოიყენებს მთელ არსენალს, თუ 1991 წლის საზღვრებთან მის დაბრუნებას შეეცდებიან - დიმიტრი მედვედევი 

18 თებერვალი 2024, 17:19 518 ნახვა

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ რუსეთი გამოიყენებს მთელ არსენალს, თუ მის 1991 წლის საზღვრებთან დაბრუნებას შეეცდებიან.

ამის შესახებ, მედვედევმა საკუთარ ტელეგრამ არხზე დაწერა. მისი თქმით, ნებისმიერი მცდელობა, რომ რუსეთი 1991 წლის საზღვრებში დააბრუნონ, გლობალურ ომს და ბერლინზე, ლონდონსა და ვაშინგტონზე დარტყმებს გამოიწვევს.

„ბირთვულ სახელმწიფოებს არასდროს წაუგიათ ომი, რომელშიც საკუთარ მამულს იცავენ.

 

ასე რომ, დროა დააბრუნონ ყველაფერი, ვიდრე ძალიან გვიანი არ იქნება. ან ჩვენ თავად დავიბრუნებთ მტრისთვის მაქსიმალური დანაკარგებით ისე, როგორც ავდეევკა დავიბრუნეთ“, – წერს მედვედევი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი