UFC-ის პირველმა ქართველმა ჩემპიონმა ილია თოფურიამ ალექსანდერ ვოლკანოვსკის ნოკაუტით დაამარცების შემდეგ მედიასთან ისაუბრა.
"მინდა, ჩემს პატარა საქართველოს დიდი მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის, რადგან თქვენ ყოველთვის ჩემ გვერდით დგახართ. მიყვარხართ, ერთი სული მაქვს ჩამოვიდე და ერთად ვიზეიმოთ ეს გამარჯვება“, - აღნიშნა თოფურიამ.
სამომავლო გეგმებზე საუბრისას კი აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე დასახული არა აქვს.
"სამომავლო გეგმა ამ მომენტში დასახული არ მაქვს. კარიერის დასაწყისიდანვე ჩემი მიზანი UFC-ის ჩემპიონობა იყო. სახლში დავბრუნდები, დავისვენებ, ყველაფერს გავაანალიზებ და ამის შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა თოფურიამ.
ილიასთვის ეს ზედიზედ მეშვიდე მოგება UFC-ში და ზედიზედ მე-15 გამარჯვება კარიერაში.
5 წლის შემდეგ, ამ წონას ახალი ჩემპიონი ჰყავს და ეს ილია თოფურიაა, პირველი ქართველი, რომელმაც UFC-ის ქამარი მოიგო.