საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობს, სადაც დილიდან მართავს მაღალი დონის შეხვედრებს.
ილია დარჩიაშვილი კონფერენციის ფარგლებში საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ეუთოს თავმჯდომარეს, აშშ-ს ევროპული სარდლობის მეთაურს, სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლებს და ევროპელ კოლეგებს შეხვდა. კიდევ ერთხელ დადასტურდა საფრანგეთის მხარდაჭერა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის - საქართველოს მიმართ ევროინტეგრაციის შემდგომ გზაზე.
ასევე მალტის (ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნის) საგარეო საქმეთა მინისტრთან გამართული შეხვედრის შემდგომ გადაწყდა ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის ვიზიტი საქართველოში.
აშშ-სთან სტრატეგიულ პარტნიორობას და შემდგომ მხარდაჭერას გაესვა ხაზი ამერიკის დელეგაციის წარმომადგენლებთან მაღალი დონის შეხვედრაზე.
საგარეო საქმეთა მინისტრი კოლეგებთან შეხვედრებს ხვალ განაგრძობს.